პროექტის სახელი: რად მიყვარს ჩემი სოფელი
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები იკვლევენ საკუთარი სოფლის ისტორიას.
პროექტის აქტუალობა:სოფელი მთაგორიანია და ახალგაზრდობისაგან იცლება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან სოფლის ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას,ბუნებას,გამოიკვლევენ ტოპონიმიკას,გვარების წარმომავლობას, ტრადიციებს,სოფლის გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას და მოღვაწეობას.
მონაწილეთა ასაკი:14-18 წ.
პროექტის ხანგრძლიობა:2-3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:მოაწყობენ პრეზენტაციას,შექმნიან ფოტოალბომს,დაამზადებენ ბუკლეტებს,განივითარებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით მუშაობის უნარ-ჩვევებს,გაიღრმავებენ ცოდნას,შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და შეცვლიან დამოკიდებულებებს,გააცნობიერებენ,რომ საჭიროა სოფლის არა სიტყვით,არამედ საქმით შეყვარება.
საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:მონაწილეები აწყობენ ექსკურსიას მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,მოიძიებენ ინფორმაციებს სოფელში არსებული ისტორიული ძეგლის შესახებ,ჩაიწერენ სოფლის უხუცეს ადამიანებთან ინტერვიუებს,ინტერნეტიდან იღებენ მასალებს,მართავენ დისკუსიებს ქმნიან ფოტოალბომს,ამზადებენ ბუკლეტებს.
საგნებთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში,გეოგრაფიაში , ქართულსა და ინფორმატიკაში.
პროექტის ხელმძღვანელი: მაია ლაბაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:maialabaze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:maialabaze.blogspot.com
No comments:
Post a Comment